წიგნის "ქალები ბიბლიოთეკიდან" წარდგენა
 20/03/2022

17 მარტს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ალბომის „ქალები ბიბლიოთეკიდან" წარდგენა გაიმართა.

ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა გახსნა.

ალბომი პროექტ „ბიბლიოთეკარი ქალების" ფარგლებში გამოიცა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია "ART & Society"-ს მიერ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანი იყო ბიბლიოთეკარის პროფესიის პოპულარიზაცია, ქალთა შესაძლებლობების გაზრდა, მათი ინტელექტუალური და ფიზიკური შრომის დაფასება, ამ სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესწავლა.

პირველი ეტაპი დასრულდა და დაგვირგვინდა წინამდებარე გამოცემით. მომზადდა ვიდეორგოლიც.